logo
ENG



IDF: ისრაელმა, ჯაბალიაზე იერიშისას, ჰამასის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური მოკლა

31 ოქტ 202323:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/31/euqq7ncmjp0dp6d.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკზე იერიშის შედეგად ჰამასის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური, იბრაჰიმ ბიარი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ღაზის სექტორში, ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შესახებ. მან თქვა, რომ იერიშის შედეგად დაინგრა ჰამასის კუთვნილი მიწისქვეშა გვირაბები, დაზიანდა ახლომდებარე შენობები.

IDF-ის სპიკერის თქმით, მეთაური, რომელიც მოკლეს, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ის ჩრდილოეთ ღაზაში ჰამასის მიმდებარე ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა