logo
ENG



IDF ევაკუაციის ბრძანებას უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ უსაფრთხო მარშრუტს უზრუნველყოფს

18 ნოე 202314:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/pu5jrc24plu6q4x.jpg

ისრაელის უარყოფს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან ევაკუაციის ბრძანება გასცა - როგორც თავდაცვის ძალები აცხადებენ, ისინი დაეთანხმნენ საავადმყოფოს დირექტორის მოთხოვნას, რომ კლინიკის დატოვების სურვილის მქონე მოქალაქეებისთვის "უსაფრთხო მარშრუტი" უზრუნველყონ.

"IDF-ის პაციენტების ან სამედიცინო გუნდის ევაკუაციის ბრძანება არ გაუცია, ჩვენ შევთავაზეთ, რომ სამედიცინო ევაკუაციის ნებისმიერი მოთხოვნას ხელს შევუწყობთ", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

დღეს AFP-ის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოდან ევაკუაციის ბრძანების შესახებ გამოაცხადა.

ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა ჰამასი ამას უარყოფს.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ოთხშაბათს ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

ამასთან, დღეს ღაზის სექტორიდან 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა, თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შაბათს დილით დაეშვა. ეს ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია - მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ, მათი ოჯახების ჩათვლით.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა