logo
ENG



IRI: მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად EU-ს ასახელებს

25 აპრ 202312:40
3 წუთის საკითხავი
 
IRI: მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად EU-ს ასახელებს

IRI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. დასაშვები იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ის, 27% - უკრაინას, 18% - თურქეთს, 16% აზერბაიჯანს, 12% - დიდ ბრიტანეთს, 8%, რუსეთს, 8% სომხეთს, 8% ისრაელს და ა.შ.

რაც შეეხება მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს, 60% ასახელებს ევროკავშირს, 43% - აშშ-ის, 30% - თურქეთს, 22% - აზერბაიჯანს, 21% - უკრაინას, 12% - რუსეთს, 8% - დიდ ბრიტანეთს და ა.შ.

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

close დახურვა