სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ზუგდიდში 73-ე და 106-ე საარჩევნო უბნებთან სუფრა გაშალეს და კომისიის წევრები კენჭისყრას არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ.
კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ, საარჩევნო უბანთან მობილიზებულ კოორდინატორს ეხება. კერძოდ, ISFED-ის ცნობით, თელავში #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორმა პოლიციელთან საუბრისას განუცხადა, რომ 240 ამომრჩევლის მოყვანა უკვე შეძლო და კიდევ 40-ს ელოდებოდა.
რაც შეეხება დანარჩენ დარღვევებს, რომლებიც ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირდა:
პარტიის კოორდინატორები მობილიზებული იყვნენ #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #3, #4 და #6 საარჩევნო უბნეზე; #16 ყვარლის და #17 თელავის საარჩევნო ოლქების ყველა უბანზე; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 და #26 საარჩევნო უბნებზე; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #06, #08, #15, #35, #58, #48, #74, #73, #30, #37, #39, #52, #55 და #61 საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #11, #18; #21, #22, #23, 29, #30, #31 და #32, საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #43 #58 და #59 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #09 საარჩევნო უბანზე; #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #19 და #20 საარჩევნო უბნებზე; #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #3, #13 და #14 საარჩევნო უბნებზე; #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #2, #5, #7, #10, #11, #20 და #44 საარჩევნო უბნებზე; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #3; #4 #11, #12, #13, #15, #17, #18, #36 და #37 სარჩევნო უბნებზე; #15 ლაგოდეხის საარჩვნო ოლქის #1, #10; #16, #18, #19, #20, #21, #22, #25, #26, #32, #33 და #35 საარჩევნო უბნებზე.
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების ინფორმაციით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელები არჩევნებზე გამოცხადებას სთხოვენ. ასევე, შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.
#82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა.
ასევე, #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 და #27 საარჩევნო უბნებზე; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.