logo
ENG



ISW: ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

30 დეკ 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/kdz1uvj2rlrji5n.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

"29 დეკემბერს დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსული ძალების მიერ გუშინ განხორციელებული დარტყმების სერია, როგორც ჩანს, არის რუსული ექსპერიმენტების კულმინაცია თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა გუშინ განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები. თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 160-ზე მეტი კი დაშავდა.


close დახურვა