logo
ENG



ISW: უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რათა ვაგნერელები გაანადგუროს

07 მარ 202311:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/rgfu5iyaagg6tqt.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რათა ვაგნერელები გაანადგუროს.

"ბახმუტისთვის ბრძოლა უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა რუსული ძალების შემადგენლობის გამო, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზეა განლაგებული. ბახმუტის ბრძოლამ, შესაძლოა, სერიოზულად შეასუსტოს ვაგნერელთა ძალები", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ვაგნერის ელიტარული საბრძოლო ძალების მნიშვნელოვანი დეგრადაცია ან განადგურება დადებით ბრძოლის ველის მიღმა დადებით შედეგებს გამოიწვევს.

"პრიგოჟინის, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რუსი ნაციონალისტის გავლენისა და რეპუტაციის სერიოზულად შელახვა მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება რუსეთში საღი აზრის აღდგენის გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით. ეს არის შეერთებული შტატების ინტერესებში, ისევე როგორც უკრაინის", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა