logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ წინ მიიწევენ

28 ივნ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/u54vghw0uffplop.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ წინ მიიწევენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ წინ მიიწევენ. ახლა უკრაინული ძალები გარკვეულ პოზიციებს იკავებენ ანტონოვკის ხიდის მიმდებარედ", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გუშინ, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები წარმატებით მიიწევენ წინ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში - მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ ორეხოვო-ვასილევკას, ივანოვკას, კურდიუმოვკას და სევერნოეს დასახლებებში.


close დახურვა