ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, არასასურველი ამინდის პირობები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ტემპს ანელებს.
"არასასურველი ამინდის პირობები კვლავ ანელებს საბრძოლო მოქმედებების ტემპს, როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების, ასევე ოკუპანტების მხრიდან ფრონტის მთელ ხაზზე, მაგრამ მთლიანად მას არ აჩერებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, 1-ელ და 2 დეკემბერს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიაზე დრონებით შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა 12 შაჰედიდან 10-ის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინის ცნობით, 1-ელ დეკემბერს, უკრაინელმა პარტიზანებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ მელიტოპოლში რუს სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს.