logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში წინ მიიწევენ

05 ივნ 202311:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/05/ne3eqy8r4oqbctf.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში წინ მიიწევენ.

"4 ივნისს, უკრაინულმა ძალებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 29-ჯერ სცადეს შეტევა უკრაინელი დამცველების პოზიციებზე. კერძოდ, აგრესორი ცდილობდა წინსვლას კუპიანსკის, ბახმუტის, ბელოგოროვკას და მარინკას მიდამოებში.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 14 სარაკეტო და 40 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 51.


close დახურვა