logo
ENG



LinkedIn-ისა და Facebook-ის შემდეგ Clubhouse-ის მომხმარებლების ინფორმაციამაც გაჟონა

11 აპრ 202115:23
3 წუთის საკითხავი
 
LinkedIn-ისა და Facebook-ის შემდეგ Clubhouse-ის მომხმარებლების ინფორმაციამაც გაჟონა

ლინკდინისა და ფეისბუქის შემდეგ ჰაკერებმა ქლაბჰაუსის 1,3 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს და ფორუმზე გამოაქვეყნეს. 

მოპარული ინფორმაცია მოიცავს სახელებს, პროფილის სახელებს და სხვა დეტალებს. 

Cyber News წერს, რომ მოპარული ინფორმაცია შესაძლოა ჰაკერებმა ფიშინგისთვისა და სხვა თაღლითური საქმიანობისთვის გამოიყენონ. 

სოციალური მედია, რომელიც მხოლოდ მოსაწვევის პრინციპით მუშაობს, 2020 წლის მარტში ჩაეშვა. ახლა მას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, კომპანიის ფასი კი 4 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. 

გასულ კვირებში ჰაკერებმა ასევე მოიპარეს ფეისბუქის 533 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. და 500 მილიონი მომხმარებლის ინფორმაციამ ლინკდინიდან - საქმიანი სოციალური ქსელიდან. 


close დახურვა