NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხვალ NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზეც იმსჯელებენ.
"ასევე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან"- თქვა სტოლტენბერგმა.
14-15 თებერვალს, ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.