logo
ENG



NCDC: დღეის მდგომარეობით, ჯამში, 3 642 ადამიანი აიცრა

19 მარ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/19/69l765hdxqww7fh.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცემებით, ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 643 მედიცინის მუშაკი აიცრა. ჯამში, აცრის სურვილი ამ დროისთვის 5 185 მედიცინის მუშაკმა გამოთქვა.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. 

მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა