logo
ENG



NCDC: მაღალი აქტიურობის გამო საიტზე წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხება შეიქმნა

12 მაი 202122:13
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: მაღალი აქტიურობის გამო საიტზე წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხება შეიქმნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცრების დასაჯავშნი ვებგვერდის (booking.moh.gov.ge) შეფერხებით მუშაობას განმარტავს, რომ ეს წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებაა, რაც მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია. 

უწყება აცხადებს, რომ პრობლემა დროებითია და მალე აღმოიფხვრება:

"აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე  შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!" - წერია განცხადებაში. 

12 მაისს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას პირველ დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 45+ ასაკის პირებისთვის. ასევე, რეგისტრაცია დაიწყო სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი პორტალზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. ვებსაიტს პრობლემა სწორედ 20 საათის შემდეგ შეექმნა. 

 


close დახურვა