logo
ENG



NCDC: მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ

23 ნოე 202112:27
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

NCDC-ის განცხადებით, გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკის ზემოთ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის ვაქცინით ასაცრელად მოქალაქეებმა ადგილობრივ პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად ადმინისტრირების რეკომენდაცია გასცა. ორი ვაქცინით ერთდროულად აცრა სრულიად უსაფრთხოა.

NCDC-ს განცხადებით, სეზონური გრიპისგან თავის დაცვა, კოვიდპანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასულ კვირას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ის გამოჩნდება, შესაბამისად, გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინით აცრას ურჩევს.


close დახურვა