საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 833 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.
1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 506 აჭარაში, 324 კი იმერეთში.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:
ქვემო ქართლი - 46;
შიდა ქართლი- 100;
გურია - 47;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 200;
კახეთი - 23;
მცხეთა-მთიანეთი - 39;
სამცხე-ჯავახეთი - 4;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 4.
ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 დაიღუპა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253. 2 264 პაციენტი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.