საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 216-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 937 ადამიანი, 37 კი გარდაიცვალა.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 1 622 შემთხვევა;
- აჭარა - 313;
- იმერეთი - 517;
- ქვემო ქართლი - 187;
- შიდა ქართლი - 82;
- გურია - 19;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160;
- კახეთი - 161;
- მცხეთა-მთიანეთი - 77;
- სამცხე-ჯავახეთი - 74;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 305 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 798, აჭარაში-991, იმერეთში - 1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 165, იმერეთში - 217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში - 122, იმერეთში-39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 2 023 - აჭარაში, 270 - იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 1 042, ხოლო იმერეთში - 35. თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. აქედან 113 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 გარდაიცვალა.