logo
ENG



NDI: მოსახლეობის 53% კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა

23 მარ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა. 

35% ამბობს, რომ აიცრებოდა

12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას. 

იმავე გამოკითხვის თანახმად, იმ ადამიანთა 48%, ვინც აცრაზე უარს აცხადებს, ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს. 

20% ფიქრობს, რომ ვირუსს ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება. 

10%-ის თქმით, ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ აიცრებოდა

6% აცხადებს, რომ არ აიცრება, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. 

NDI-მ კვლევა საქართველოს მასშტაბით 17-24 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. 

სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2 024 ადამიანი გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


close დახურვა