NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა.
35% ამბობს, რომ აიცრებოდა.
12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას.
იმავე გამოკითხვის თანახმად, იმ ადამიანთა 48%, ვინც აცრაზე უარს აცხადებს, ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს.
20% ფიქრობს, რომ ვირუსს ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება.
10%-ის თქმით, ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ აიცრებოდა.
6% აცხადებს, რომ არ აიცრება, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.
NDI-მ კვლევა საქართველოს მასშტაბით 17-24 თებერვლის პერიოდში ჩაატარა.
სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2 024 ადამიანი გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
