logo
ENG



NDI: მოსახლეობის 80% ამბობს, რომ არ არის ჩართული საპენსიო პროგრამაში

14 სექ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 
bher4blm0haet4w.jpg

NDI-ს კვლევით, მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ არ არის ჩართული სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო პროგრამაში. ამავე კითხვაზე, მხოლოდ 19% პასუხობს დადებითად, რომელთა 38%-ის თქმით, გაიტანდა დანაზოგს, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, 58% კი არ გაიტანდა.

ასევე, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ის აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება ექნება ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში. 

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


close დახურვა