logo
ENG



NDI: ომის დაწყებიდან, მეტი ფიქრობს, რომ EU საქართველოს ეკონომიკას-უსაფრთხოებას გააძლიერებს

21 აპრ 202216:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/ftuf6l9clkpnm7z.jpg

NDI-ს კვლევის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ამავე კვლევის თანახმად, გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო. ხოლო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


close დახურვა