logo
ENG



NDI: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა

02 თებ 202312:00
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

NDI-ს კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ფასების ზრდა/ინფლაცია - 39%, სამუშაო ადგილები - 38%, სიღარიბე - 30%, ტერიტორიული მთლიანობა - 25%, პენსიები - 24%.

ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება. ამავე დროს, ეთნიკურ უმცირესობებში მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილები დასახელდა.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.


close დახურვა