logo
ENG



NGO-ები: ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს

30 იან 202410:52
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები: ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს
ვახო ქარელი/ფორმულა

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ პარლამენტში, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, პარლამენტი ვალდებულია სამოქალაქო სექტორს მისცეს "საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა."

მათივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციების წერილობითი მოთხოვნა სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესახებ.

"29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა, წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა. 

მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე.   

მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია  უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საფარი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ღია სივრცე კავკასია
  • უფლებები საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

close დახურვა