logo
ENG



TASS: 30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსული Дальэнергомаш საქართველოს მოწყობილობებს მიაწვდის

26 ივლ 202311:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/26/3bdcs39afko1qs8.jpg

ხაბაროვსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში მოწყობილობების მიწოდება აღადგინა. ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ საქართველოდან შეკვეთა მიიღო. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. ასევე, 2023 წელს კომპანიამ უკვე გაუგზავნა ტექნიკა ინდოეთში და ყაზახეთში არსებულ მეტალურგიულ ქარხნებს", - განაცხადეს რეგიონულ მთავრობაში.

დალენერგომაშ სპეციალიზებულია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების წარმოებაში მეტალურგიული კომპლექსებისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის. საწარმო აღჭურვილობას აწვდის ათეულ ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთს და ირანს.


close დახურვა