logo
ENG



TASS: ისრაელში არსებულ ვითარებაზე პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს

10 ოქტ 202323:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/yrvnfdrj1dtnyzx.jpg

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ისრაელში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS-ი კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამთავრობო მედიის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნითაა შესაძლებელი.

***

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა