logo
ENG



TASS: პრიგოჟინი და უტკინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ

24 აგვ 202300:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/24/s2a988gq4a519hn.jpg

რუსული მედია TASS Rosaviatsia-ზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. მედიის განცხადებით, Rosaviatsia-მ გამოაქვეყნა ბორტზე მყოფი მგზავრების სია და მათ შორის ვაგნერის მეთაურებიც არიან.

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა