logo
ENG



TI-ის წარმომადგენელი "გოგაშვილის ფაილების" შესახებ პროკურატურაში გასაუბრებაზე დაიბარეს

23 ივლ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი "გოგაშვილის ფაილებთან" დაკავშირებით პროკურატურაში გასაუბრებაზე დაიბარეს. 

საქმე სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მასალებს ეხება, რომლითაც მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბება დასტურდება. NGO-ებმა მასალები გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ "კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება". 

გიორგი ონიანის თქმით, პროკურატურაში სამშაბათს უნდა გამოცხადდეს. როგორც ამბობს, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. 

"ის მასალა იმ დოკუმენტებთან ერთად, რომელიც მოგვაწოდა მამხილებელმა, გადავეცით პროკურატურას. ამასთან დაკავშირებით მთხოვეს გასაუბრებაზე მისვლა პროკურატურაში. როგორც გვითხრეს, ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ბუნებრივია, ყველა მასალა წარვუდგინეთ, ყველანაირად ვეთანამშრომლებით, იმიტომ, რომ ეს ის საკითხია, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ამ ქვეყანაში არჩევნების გარშემო მიმდინარე მანიპულაციებს". - ამბობს გიორგი ონიანი. 

კვლევა TI-იმ სამართლიან არჩევნებთან ერთად გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, პროკურატურა მასაც დაუკავშირდა, თუმცა, საქართველოში არ იყო. ის კვლავ ელოდება ზარს საგამოძიებო ორგანოდან. 

"ჩვენ, ცხადია, მზად ვართ, რაც წარვადგინეთ, იმასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, მათ უნდა გამოიძიონ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევები". - ამბობს ნინო დოლიძე. 

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, გამოკითხვაზე მისვლა მოუწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს; ქართული ოცნების რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხერიძეს; იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი პატარიძეს; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს. 

წაიკითხეთ, რა წერია "გოგაშვილის ფაილებში": 


close დახურვა