logo
ENG



USAID-ის დირექტორის მოადგილე: ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა საჯაროდ აღებული ვალდებულება

22 ნოე 201908:56
3 წუთის საკითხავი
 
omrt2o35plcoa5i.jpg

„ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა საჯაროდ აღებული  ვალდებულება - პროპორციულ  საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის მიერ  ჩაგდებას  USAID-ის დირექტორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე ბროკ ბირმანი წერს, რომ თბილისში მისი  ბოლო ვიზიტის დროს, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელები მას არწმუნებდნენ, რომ  საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმას პარლამენტი დაამტკიცებდა. 

„ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღებული  ვალდებულება 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა კიდევ უფრო გადამწყვეტია'', - წერს ბროკ ბირმანი.


close დახურვა