კორონავირუსის შემცირების მიზნით USAID-ი საქართველოს დამატებით კიდევ 1 მლნ. აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია თავად ავრცელებს. ცნობილია, რომ თანხა სამედიცინო მიმართულებას მოხმარდება.
"ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის შემცირებითვის USAID საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციას გაძლიერებას",-ნათქვამია განცხადებაში.