ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდებული პრეპარატების სიაში ჰიდროქსიქლოროქინს აბრუნებს. ამის შესახელ ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებზე დაყრდნობით, კომიტეტის წევრები გამოვიდნენ რეკომენდაციით რომ ტესტების პროტოკოლის შეცვლის მიზეზი არ არსებობს. ამიტომ აღმასრულებელმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და სოლიდარობის ტესტებში ყველა სახის მედიკამენტის, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაამტკიცა.
ტედროს გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის დაბრუნება სოლიდარობის ტესტებში არ მიუთითებს მის ეფექტურობაზე.