დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რომში ფიუმიჩინოს ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში იფრენს.
ავიაკომპანია აეროპორტს 31 მარტიდან შეცვლის, 30 მარტის ჩათვლით კი ფრენები ფიუმიჩინოს აეროპორტში შესრულდება.
Wizz Air ქუთაისიდან ამჟამად იტალიის ორ ქალაქში - რომსა და მილანში დაფრინავს.