ქუთაისში მოძრაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისევ გამკაცრდა - ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ისაუბრა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აგრარულმა ბაზრებმა შეუფერხებლად იმუშაონ. თუმცა, მანამდე უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს.
„დღეიდან გამკაცრდა ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვა - მნიშვნელოვანია, რომ ბაზრებმა დაიწყოს ფუნქციონირება, მაგრამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას ყველას. როცა ეს ყველაფერი შესრულდება, გაიხსნება ბაზრებიც", - განაცხადა შალამბერიძემ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.