logo
ENG



საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება

14 აპრ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს საგანგებო ვითარების გაგრძელების თაობაზე მიმართოს პარლამენტს.

„მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საგანგებო მდგომარეობის  10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე მიმართოს პარლამენტს. ეს საჭიროა, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ეტაპზე გადავიდეთ. ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი - ეს არის ის აუცილებლობა, რაც უნდა მივიღოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, სამი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა