logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის პირობებში სწავლის გადასახადს ვეღარ ვიხდით - სტუდენტები სახელმწიფოს დახმარებს სთხოვენ

12 მაი 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

სტუდენტები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ანტიკრიზისულ გეგმაში ისინი ვერ მოხვდნენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები აქვთ და სწავლის საფასურს ვერ იხდიან.

სტუდენტებმა პეტიცია შექმნეს, რომელსაც 5 ათასი ხელმომწერი ჰყავს და სამინისტროებსა და პრეზიდენტს გაუგზავნეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ განათლების სამინისტრო გამოეხმაურა, თუმცა უწყების პასუხი მათ მოთხოვნებთან შეუსაბამოა.

„საგანგებო მდგომარეობის პირობებში დავკარგე სამსახური, შემოსავლის წყარო და ვეღარ ვახერხებ გადავიხადო სწავლის საფასური. გავერთიანდით მე და ჩემი მეგობრები, შევადგინეთ პეტიცია, რომლის ადრესატი იყო სამინისტრო და მიზანს წარმოადგენდა გადასახადის შემცირება, შევაგროვეთ 5000 ხელმოწერა და მივმართეთ ამ პრობლემით ფინანსთა სამინისტროსაც. თუმცა სამინისტროებმა გადაგვამისამართეს უნივერსიტეტებთან და გვითხრეს, რომ არ ერევიან ავტონომიურ გადაწყვეტილებებში. სამინისტროსგან ვითხოვთ, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოახდინოს სუბსიდირება", - ამბობენ სტუდენტები.


close დახურვა