ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „პოლიტმეტრს“ იწყებენ. გადაცემა ეთერში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 21:00 საათზე გავა. პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში 3 ივლისს გავა.
„წამყვანები ისევ მე და ვახო სანაია ვიქნებით. „პოლიტმეტრის“ ისევ ის გუნდი მოამზადებს, რომელიც 2011 წლიდან ქმნიდა გადაცემას. „პოლიტმეტრი“ საზოგადოებრივ პოლიტიკური პროექტია, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარე ანალიზით დაკავდება“, - აცხადებს ჟიჟილაშვილი.
"ფორმულას" მაყურებელი განახლებული საეთერო ბადის შესახებ მეტ დეტალს კვირას, 20:00 საათზე გადაცემა „დროებიდან“ შეიტყობს.
„ტვ პირველი“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ პროდიუსერმა გიორგი დარჩიაშვილმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ხატია შამანაურმა, წამყვანმა და ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო მაისურაძემ, პროდიუსერმა მიხო კოტეტიშვილმა დატოვეს.