logo
ENG



ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა

11 აგვ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ის ლიეტუვაში იმყოფება.

ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ავრცელებს.

"სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება",- წერს ლინკევიჩუსი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. არაოფიციალური ეგზიტპოლი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. პარალელური დათვლების მონაცემებით,  პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკაშენკოს 13.7% აქვს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა


close დახურვა