logo
ENG



ОДКБ სომხეთში სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის

14 სექ 202209:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/k6idst3yrr3r7ym.jpg

ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სომხეთში სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის. ჯგუფს ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს.

როგორც სხდომის შემდეგ განაცხადეს, სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის ზონაში ვითარებას შეაფასებს, ანგარიშს მოამზადებს და დაძაბულობის დეესკალაციისთვის წინადადებებს შეიმუშავებს.

მისიაში მონაწილეობას მიიღებს ОДКБ -ს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდიროვი და წევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

ამასთან, ორგანიზაციაში შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც "მუდმივად გააკონტროლებს სიტუაციას საკუთარი პასუხისმგებლობის ზონაში".

***

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

13 სექტემბერსვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რომ  მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო

 


close დახურვა