„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასში ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნები არ გაითვალისწინეს.
აბესაძის თქმით, ამ ფაქტს საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.
„მთავარი გამოწვევა ამ არჩევნების და საარჩევნო კოდექსის უნდა ყოფილიყო მაქსიმალური გამორიცხვა ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის, ამომრჩევლის დაშინებისა და მასზე ძალადობის. ორივე საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით შენიშვნები არასაკმარისად იქნა გათვალისწინებული. თუ ჩვენ შევაფასებთ, საერთოდ არ იქნა მოცემული ისეთი ნორმები, რომელიც გამორიცხავს იმ მავნე პრაქტიკას, რომელსაც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ არჩევნებში მუდმივად ვაკვირდებოდით“, - განაცხადა აბესაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.