logo
ENG



აბუ-დაბიში სამკურნალოდ ღაზის სექტორიდან 15 ბავშვი გადაიყვანეს

18 ნოე 202311:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/rcwlyh2eu101g2q.jpg
Giuseppe Cacace/AFP/Getty Images

ღაზის სექტორიდან 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა - CNN წერს, რომ თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შაბათს დილით დაეშვა.

ეს ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია - მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ, მათი ოჯახების ჩათვლით. თვითმფრინავი აბუ-დაბიში ეგვიპტის გავლით ჩავიდა და გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვები გადაიყვანა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა