როცა შენი ოჯახი მართავს ქვეყანას და სხვის ოჯახზე ლაპარაკით გინდა საკუთარი მართვა აბსურდის ტირაჟირებით გადაფარო დამხმარე ამბები გჭირდება - მაგალითად ყველა კუთხეში აგენტი უნდა გელანდებოდეს, გელანდებოდეს კი არა - ვინც ჩვენთან არ არის აგენტის იარლიყს უნდა არტყამდე აი ისე როგორც პუტინის რუსეთშია. ივანიშვილის საქართველო რომ რუსეთის მოდელზე გადავიდა, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა როგორც ჩანს პროცესები „საკმარისად“ რადიკალური გზით არ მიმდინარეობს, რომ ტელევიზორთან მჯდომი მოქალაქე აღშფოთდეს, ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს. ჩვენ ხშირად გახსენებთ ექსპერიმენტს -ქვაბში ნელ ცეცხლე მოხარშული გომბეშოს შესახებ, თუმცა იმას რასაც ჩვენს დემოკრატიას მართებენ - ნელ-ნელა შემოპარება აღარ ეთქმის. შემდეგი სიუჟეტიც ქართული ოცნების რუსულ გზაზეა - იმაზე, თუ როგორ აკოპირებს მმართველი ძალა პუტინის რეჟიმის მეთოდებს. დეკემბრის ბოლოს „ხალხის ძალა“ მორიგი რუსული ინიციატივით გამოვიდა, კანონი უცხოური აგენტის შესახებ დააინიციირა, რომელმაც ივანიშვილის მიერ ასეთი საძულველი უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტივობა უნდა შეზღუდოს. დროება მოგვიყვებათ რუსეთის და უნგრეთის მაგალითზე, რატომ არის ეს გზა და საერთოდ აგენტომანია ასეთი სახიფათო ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის.
აგენტომანია - დროება
15 იან 202320:14
3 წუთის საკითხავი