logo
ENG



აგრესიულად გვესაუბრა კონსული - უნგრეთში მყოფი ქართველი ოჯახი დახამრებას ითხოვს

27 მაი 202008:19
3 წუთის საკითხავი
 

უცხოეთში მყოფი ქართული ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ნინო კუჭაძე მეუღლესთან ერთად, რომელიც 21 დღე კომაში იყო, სამკურნალოდ უნგრეთში იმყოფება.

უსახსრობის გამო დაწყებულ სამედიცინო პროცედურებს მამაკაცი ვერ აგრძელებს და საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. ოჯახის თქმით, დახმარების თხოვნით საკონსულოს მრავალჯერ მიმართეს, თუმცა მათ დახმარებას, მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევაში, გადასვენების საკითხების მოგვარებაში დაპირდნენ.  

"ვიმყოფები უნგრეთში მეუღლესთან ერთად. ჩემი მეუღლე დეკმბერში ჩამოვიდა უნგრეთში, 2-ში ღამე არ დაბრუნდა სახლში, 3-ში დილით კი ვნახე უგონო მდგომარეობაში. მას დაუსვეს ასეთი დიაგნოზი - სინდონიკაცია და გადაციება. საკმაოდ ძვირი თანხა ჯდება და ამის თაობაზეც მივმართეთ საკონსულოს. ძალიან აგრესიულად გვესაუბრა კონსული ბატონი ბექა მაკარძე. გვითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა. ასევე დახმარებისთვისთვის მივმართეთ საქართველოს ჯანდაცვას და საერთოდ არავის უპასუხია. ვითხოვ დაგვეხმაროს მთავრობა, რომ აქედან ჩავიყვანოთ ეს კაცი",-აცხადეს


close დახურვა