logo
ENG



ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში - კეკელია

02 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებებს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სააღდგომო წირვა-ლოცვაზე მრევლი დასწრებას შეძლებს, თუმცა როგორც მოხდება ეს კომენდანტის საათის გათვალისწინებით მან არ იცის. 

"ველოდებით სააღდგომო დღეებს. შეიძლება მანამდე რამე შეიცვალოს. ჯერ არ მაქვს პასუხი", - განაცხადა ჯაღმაიძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

"ფორმულა" კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუკავშირდა. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ მრევლს ეკლესიაში 21:00 საათამდე მოსვლის შესაძლებლობა აქვს, ხოლო ეკლესიას ისინი 06:00 საათის მერე დატოვებენ.

"ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, ამ ღირებულებებს არ ღალატობს. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა. ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში ადამიანები", - აღნიშნა კეკელიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მიმართა. პატრიარქის მიმართვაში ნათქვამია, რომ ეკლესიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც იქ მისვლას მოისურვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა. კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად საპატრიარქომ ზიარების წესი ისევ უცვლელი დატოვა. ამასთან, ილია მეორემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

საქართველოში 31 აპრილიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოცხადდა. მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. წესების დაღვევევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. 


close დახურვა