ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად დასახელებული ოთხი პირიდან ერთის, კერძოდ „გამარჯევბული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა განცხადება არ გააკეთა. ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი საპროცესო შეთანხმებას არ დაეთანხმება.
„გამოსავალი ამ შემთხევაში უნდა იყოს აღკვეთის ღონისძირბის შეცვლა. საპროცესოს თუ შემოგვთავაზებენ, ეგ გამორიცხულია, ირაკლი დანაშაულს არ აღიარებს“, - აცხადებს ჭაბაშვილი.
შეგახსენებეთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.