logo
ENG



აზარტული თამაშები საწამლავია - დეპუტატები რეგულაციების გამკაცრებას ემხრობიან

18 ოქტ 201915:39
3 წუთის საკითხავი
 
tu98jy8t8ut8ua0.jpg

ანა დოლიძის ახალი მოძრაობის დაფუძნებას დეპუტატები აფასებენ. კანონმდებლები მზად არიან მხარი დაუჭირონ აზარტული თამაშების რეგულაციების გამკაცრებას. ოპოზიცია კი სახელწიფოს უმოქმედობაზე  საუბრობს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო აზარტული თამაშების ბიზნესით არის დაინტერესებული, რადგან შავ ბუღალტერიაში თანხები შესდით.

„აზარტული თამაშები ჩვენი საზოგადოებისთვის არის საწამლავი. ამ საწამლავს ხედავს სახელმწიფო და არაფერს არ აკეთებს. ჯიბიდან ამოღებული თანხები გაედინება ქვეყნიდან. სავარაუდოდ, სახელმწიფო არის დაინტერესებული ამ ბიზნესით, იმიტომ, რომ მათ შავ ბუღალტერიაში თანხები შესდით,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„მე თავიდან ბოლომდე ვემხრობი იმას, რომ დაწესდეს შეზღუდვები ამ კუთხით, თუმცა მხოლოდ რეგულაციებით ვერაფერს ვერ ვიზამთ. აუცილებელია შესაბამისი განათლება, პოპულარიზაცია, მათ შორის ძალიან ადრეული ასაკიდან,“ - განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო მოძრაობას იწყებს.

"დაიცავით თქვენი შვილები" - ამ სახელწოდების მოძრაობაში გაერთიანებული ადამიანები, აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით, იმუშავებენ როგორც საზოგადოებასთან, ისე პარლამენტთან. 

ანა დოლიძე ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენასა და მსჯელობის დაწყებას ითხოვს. მოძრაობა კანონპროექტზეც იმუშავებს.


close დახურვა