logo
ENG



აზოვი პუტინს: დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან ერთად, ბარბაროსული იმპერია განადგურდება

30 ივლ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/fekcd2jyp1ytsek.jpg

აზოვის პოლკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაისჯება და ეს საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით მოხდება. შესაბამისი განცხადება პოლკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკიტა ნადტოჩიმ ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

ვიდეოში პოლკის მეთაურმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაზე ისაუბრა და პუტინს მიმართა.

"მთელი 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინული ჯარის შესახებ იტყუებოდნენ, დღეს კი დაადასტურეს საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით. მინდა შევახსენო პუტინს, რომელიც პირადად პასუხისმგებელია ამ სამხედრო დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ. თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გიყვართ, ყველა საჭირო ცნობებით და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება", - თქვა მან.

ნადტოჩიმ აღნიშნა, რომ აზოვში პოლკში რუსეთის მიერ ელენოვკაზე თავდასხმას განიხილავენ, როგორც საჯარო სიკვდილით დასჯას.

"ჩვენ, აზოვი, უკრაინა როგორც სახელმწიფო და მთელი ცივილიზებული სამყარო მტკივნეულად გავცემთ პასუხს, რათა რუსეთმა ეს დაიმახსოვროს ერთხელ და სამუდამოდ. უკვე ვარკვევთ შემსრულებლების და ორგანიზატორების სახელებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენი ტყვეების სიკვდილით დასჯაში. წინასწარი ინფორმაციაც გვაქვს, თუმცა ჯერ არ ვართ მზად მისი გასაჯაროებისთვის. მათ ვიპოვით, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში. უკრაინა როგორც სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიან სასჯელს", - განაცხადა ნადტოჩიმ.

***

გუშინ, აზოვის პოლკნა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაში ყველა მონაწილეზე ნადირობა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პოლკის დამაარსებელმა ანდრეი ბილეცკიმ გააკეთა. ბილეცკის თქმით, "უკრაინელი სამხედროები აგროვებენ ინფორმაციას მოკლულთა და ომის დანაშაულის ჩამდენთა შესახებ".

29 ივლის გამთენიას დონეცკის რეგიონში ოლენოვკას ციხეზე თავდასხმას სულ მცირე 53 უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 
 

 

 

 


close დახურვა