logo
ENG



აზოვსტალში მყოფი პოლიციელი: ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 დაჭრილი ადამიანია

14 მაი 202222:41
3 წუთის საკითხავი
 
აზოვსტალში მყოფი პოლიციელი: ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 დაჭრილი ადამიანია

აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 დაჭრილი ადამიანი იმყოფება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც დონეცკის ოლქის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, ამბობს, პირობები, რომლებშიც დაჭრილები იმყოფებიან, საშინელია.

"რაც შეეხება დაჭრილებს - ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაახლოებით 600 ადამიანია. პირობები უბრალოდ საშინელი. სიმართლე გითხრათ, ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმ მძიმე გარემოს, რომელიც ჰოსპიტალშია...პერიოდულად ვაგროვებთ ტექნიკურ წყალს, რომელიც ქარხანაშია, საწვავსაც ვაგროვებთ და გადაგვაქვს ჰოსპიტალში.

როგორ აღვწერო თვითონ სიტუაცია? უხეშად რომ ვთქვათ - დიდი სპორტდარბაზია, რამდენიმე ათეული ორსართულიანი ლოგინია განთავსებული, დანარჩენები პირდაპირ იატაკზე წვანან: ნივთები, ქარხნის უნიფორმაა, რომელზეც ასევე წვანან სამხედროები, ზოგი ხელის, ზოგი ფეხის გარეშე, ზოგის უბრალოდ დაჭრილი. სრული ანტისანიტარიაა: დათბა - ბუზებია, საშინელი სუნია. მედიკამენტები და სამედიცინო ხელსაწყოები ფაქტობრივად აღარ არის. თვითონ საოპერაციო დაბომბვის შემდეგ - არის მაგიდა კედელთან. დღეს ოპერაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ სამხედროს, ანესთეზიის გარეშე, კბილებით ქამარი დააჭერინეს, სანამ ოპერაცია უტარდებოდა", - ამბობს პოლიციელი.

მისივე თქმით, ბევრი დაჭრილი სამხედრო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო იღუპება.

 


close დახურვა