საბერძნეთში უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ათენის თავზე ე.წ თოვლის მთვარე გამოჩნდა. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი, ჯერ მოწითალო-ალისფერი იყო, რამდენიმე ხანში კი უჩვეულოდ თეთრი ფერი მიიღო.
გასულ ღამეს მთვარე ორბიტაზე დედამიწისგან უახლოეს წერტილში აღმოჩნდა, რის გამოც ის უჩვეულოდ დიდი ჩანდა. ათენის აკროპოლისთან ულამაზეს სანახაობას რამდენიმე ასეული ადამიანი აკვირდებოდა.