რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ერქვანიამ განცხადება სესიაზე გამოსვლისას გააკეთა.
„სამწუხაროდ, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“, - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.