ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა პატიმრები გაცვალეს. 3 წლიანი ტყვეობის შემდეგ შეერთებულ შტატებში ამერიკელი მკვლევარი დააბრუნეს, რომელიც ირანს 3 წელი ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავდა დაკავებული, ვაშინგტონმა კი თეირანს ირანელი მეცნიერი, მასუდ სოლეიმანი დაუბრუნა. ის გასულ წელს ირანში ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობისას აიყვანეს. ბრალი სავაჭრო სანქციების დარღვევაში ედებოდა.
ცნობილია, რომ ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა 1979 წლის შემდეგ აღარ აქვს, მოლაპარაკებას მათ შორის შვეიცარია აწარმოებდა.