logo
ENG



ამერიკული მედია: აშშ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტს დღეს აკრძალავს

08 მარ 202217:56
3 წუთის საკითხავი
 
ამერიკული მედია: აშშ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტს დღეს აკრძალავს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია სამმა სხვადასხვა წყარომ მიაწოდა.

მედიები ასევე იუწყებიან, რომ პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის ენერგორესურსების წინააღმდეგ ზომებს მისი ევროპელი მოკავშირეების გარეშე მიიღებს, ვინაიდან ევროპაში არსებობს უთანხმოება რუსეთი ენერგორესურსებზე შეზღუდვების დაწესებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული, ვიდრე ამერიკა.

ბაიდენი ამის შესახებ საზოგადოებას სავარაუდოდ აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 10:45-ზე მიმართავს (ჩვენი დროით 19:45).

წყაროს ინფორმაციით, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება ამერიკელი მოსახლეობისგან წნეხის ფონზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას როიტერსის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვითგამოკითხულ ამერიკელთა 80% მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შეძენა. აღსანიშნავია, რომ 62% აცხადებს, რომ მზადაა, მეტი გადაიხადოს გაზსა და საწვავში თუ ეს სხვა დემოკრატიული ქვეყნის დაცვას ემსახურება.


close დახურვა