დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ხვალ, 4 მაისს ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრება.
როგორც ფორმულას NCDC-ში უთხრეს, გამყრელიძე ვაქცინას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთებს.
ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში ხვალიდან იწყება.
სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.
დეტალურად ნახეთ აქ.